აშშ არ აპირებს დონბასის თვითგამორკვევისადმი მიძღვნილი ე.წ. რეფერენდუმის შედეგების აღიარებას, რომლის გამართვასაც სეპარატისტები 11 მაისს აპირებენ. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს სახელმნწიფო დეპარტამენტს წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა.
„კატეგორიულად ვგმობთ ძლისხმევებს, რომელთა მიზაბი უკრაინის გახლეჩვაა. ეს უკრანულ კანონმდებლობას არ შეესაბამება",_ განაცხადა ფსაკიმ.
აღსანიშნავია, რომ კიევი არ აღიარებს რეფერენდუმის ჩატარებას და მანვე უარი თქვა 25 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთოუკრაინული გამოკითხვა ჩაატაროს ქვეყნის ფედერალიზაციის თაობაზე.
დონეცკელი სეპარატისტები კი აცხადებენ, რომ მათი მიზანი 11 მაისს უკრაინისგან გამოყოფის შესახებ „რეფერენდუმის" ჩატარებაა.