პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის შეხვედრა მიმდინარეობს. პრეზიდენტის სასახლის ეზოში უკვე გაიმართა სტუმრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც ესწოებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, ელჩები, ასევე თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები.
შეხვედრის შემდეგ აბდულა გიული და გიორგი მარგველაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
აბდულა გიული საქართველოში 5 მაისს ჩამოვიდა და "თბილისის სამიტ 2014" დაესწრო. დღეს აბდულა გიული პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. თურქეთის პრეზიდენტი საქართველოდან დღეს გაემგზავრება.