უკრაინის უმაღლესმა რადამ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის ინტერნეტგვერდზეა გამოქვეყნებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონის მიხედვით, ნაწილობრივი მობილიზაცია ხორცილდება უკრაინის 24 ოლქსა და ქალაქ კიევში.
მობილიზაცია 45 დღეღამის განმავლობაში გაგრძელდება. კანონი რადაში მისი მიღებისთანავე შედის ძალაში.