დღეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსმა პეტრიაშვილმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ევროკავშირისა და ნატოს კუთხე გახსნეს. ღონისძიება საქართველოში მიმდინარე ევროპის კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ. სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. ალექსი პეტრიაშვილმა განსაკუთრებით ევროინტეგრაციის პროცესში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ გამოცემული წიგნის „კომპასი" პრეზენტაცია გაიმართა.