კიევში 9 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გადადეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მიზეზად შესაძლო პროვოკაციების განხორციელება სახელდება.
კიევის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს 9 მაისის აღნიშვნა უკრაინის ტერიტორიაზე მემორიალებთან გვირგვინების მიტანითა და დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებით შემოიფარგლება. მათივე ინფორმაციით, ასევე მოეწყობა ვეტერანების მიღება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორგანიზატორები შიშობენ, რომ შესაძლოა ხალხმრავლობით პრორუსმა პროვოკატორებმა ისარგებლონ.
„ინფორმაცია შემდეგნაირია: რუსული მედიისათვის უნდა შეიმქნას სურათი, რომ ვეტერანებს სცემენ და მათ თავს ესხმიან. ამ კადრების გავრცელება მთელს მსოფლიოში იგეგმება",_ წერს უკრაინული მედია.