10 მაისს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლის "ეჭვი" პრემიერა გაიმართება.
ჯონ პატრიკ შენლის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გურამ ვაშაკიძემ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიოები: ნანი ჩიქვინიძე, ზვიად სხირტლაძე, ნინო წულაძე, ნინო დუმბაძე.
სპექტაკლის შესახებ: ჩვენს საზოგადოებაში ნებისმიერი სახის ინსტიტუცია სამყაროს მინი მოდელია.სამყარო, კი თანდათანობით ბერდება და თვითგადარჩენის მიზნით თავაშვებული მიექანება თვითგანადგურებისაკენ. ადამიანები შეშინებული და დაბნეული დაბორიალობენ სივრცეში. მათ საკუთარ არსებობაში ეჭვი ეპარებათ; ეჭვი ეპარებათ, როდესაც წარსულს იხსენებენ, ეჭვი იპყრობს აწმყოში მყოფთ და ეჭვით შეჰყურებენ მომავალს. ამ დაავადებულ საზოგადოებაში თვითგადარჩენის სურვილით შეპყრობილ ადამიანს ფსევდო-იდეა იპყრობს - ძალაუფლების შენარჩუნებისა, რათა გაამართლოს საკუთარი არსებობა. და სწორედ, ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად გავეშებული ნებისმიერ ხერხს მიმართავს, რათა "სიმართლის ქურქში" გაახვიოს დანაშაული და უდანაშაულო მსხვერპლად შესწიროს საკუთარი "ამპარტავნების საკურთხეველზე". . .