უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანდრეი დეშიცა და სერგეი ლავროვი დღეს ვენაში ევროპის საბჭოს კომიტეტის სხდომას დაესწრებიან. კომიტეტის განხილვის მთავარი საკითხი უკრაინაში შექმნილი კრიზისი იქნება. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვი და დეშიცა სხვა კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებებ „სამუშაო ვახშამში". ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ამ დრომდე უარს აცხადებს აღიაროს უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობა. ამავე დროს რუსეთს არ სურს, რომ 25 მაისს უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები