NASA-მ მარსზე ფრენისთვის სკაფანდრის დიზაინის კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა. გამოკითხვა ინტერნეტის საშუალებით წარმოებდა და გამარჯვებულად „ტექნოლოგია" დასახელდა, რომელსაც ხმა 233 ათასმა ადამიანმა, ანუ გამოკითხვაში მონაწილეთა 63 %-მა მისცა. სამომავლოდ კონკურსში გამარჯვებული დიზაინი სკაფანდრის Z-2 შექმნაში იქნება გამოყენებული. უკვე ცნობილია, რომ Z-2-ის იქნება სამომავლოდ ძირითადი სამოსი, რომელითაც მარსზე წამსვლელები შეიმოსებიან.