რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლოზანაში არსებული კოლეჯის დირექტორის პასუხმა სასტიკად გააღიზიანი, რომელიც მან ერთ-ერთ რუსეთის მოქალაქე მოსარჩელე ქალს მისწერა. აღნიშნული პიროვნება კოლეჯში შრომითი მოწყობით იყო დაინტერესებული.
თავად პასუხის ტექსტი რუსეტის საგარეო საქმეთა უწყებამ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:
„გამარჯობათ მადამ! ჩვენ განვიხილეთ თქვენი კანდიდატურა და მადლობას გიხდით გამოცხადებული ნდობისათვის. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია თქვენი დოსიეს დადებითად განხილვა. ჩვენი ფილოსოფია არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას მივიღოთ პროფესორები ქვეყნიდან: სადაც მთავრობა უკანონოდ უკავებს სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიებს, რომელიც აქეზებს და ხელს უწყობს სამოქალაქო ომის პროვოცირებას სხვა ქვეყნებში სამხედრო პროვოკატორების გაგზავნის გზით, ვისი პრეზიდენტიც გამუდმებით ცრუობს და პატივს არ სცემს არც საერთაშორისო სამართალს და არც ხელმოწერილ შეთანხმებებს, ვისი ხალხიც მხარს უჭერს თავის პრეზიდენტს 70 % -იანი მხარდაჭერის რეიტინგით.
ეს ჩვენი სანქციებია და ჩვენი პროტესტია იმ ომის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთმა დაიწყო. გისურვებთ წარმატებებს თქვენს საძიებო სამუშაოებში, მიიღეთ ჩვენგან ყველაზე ღრმა პატივისცემის დასტური. პარივისცემით, დირექტორი მარტინ ფრეიბურგჰაუსი.
აღნიშნულ წერილზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი შემდეგია:
„ბატონი დირექტორს კატეგორიული პასუხიდან გამომდინარე ალბათ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის 140 მასწავლებებლიდან არც ერთი არ არის იმ ქვეყნების მოქალაქე რომლებიც ბომბავდნენ იუგოსლავიას, რომლებიც შეიჭრნენ ერაყში, გააჩაღეს ომი ლიბიაში, სხვა და სხვა ფორმით აფინანსებენ ტერორიზმს ჩრდილოეთ კავკასიასა და სირიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ შვეიცარიულ კოლეჯებს ყალთაბანდები ხელმძღვანელობენ. ჰო მართლა, რუსეთის მოქალაქეებისათვის იქ სწავლე შეიძლება ხომ? რა თქმა უნდა უფასოდ არა, არამედ „სისხლიანი ფულის" გადახდით?",_ ნათქვამია ლავროვის უწყების პასუხში.