ჩრდილოატრანტიკური ალიანსის სამხედრო გაერთიანებული შტაბების უფროსი გენერალი ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო შეჭრაზე არ წავა.
„დღეს მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის ყველაზე მეტად შესაძლო მოვლენების განვითარების შესაძლებლობა. პრეზიდენტ პუტინს თავისი მიზნის მიღწევა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეუძლია იმის გარეშეც თუ თავის ჯარს უკრაინის საზღვარს არ გადააკვეთინებს",_ განაცხადა გენერალმა და აღნიშნა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არეულობების პროვოცირებას ახდენენ. ის მიიჩნევს, რომ მოსკოვს აქვს ყველა საშუალება იმის, რომ უკრაინაში დესტაბილოზება მოახდინოს.