სულ მალე ბათუმს, მაღალი კლასის, კიდევ ერთი სასტუმრო შეემატება. კომპანია "აქთივ ბათუმი" ბათუმში მ. აბაშიძის ქ #33-ში სასტუმრო "პრინცესას" მშენებლობას და მის ექსპლუატაციაში შეყვანას 2016 წლის დასაწყისში უზრუნველყოფს. სასტუმრო არანაკლებ 100 ნომერზე იქნება გათვლილი და კომპლექსში სასტუმრო ნომრების გარდა ბიზნეს-ცენტრი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღამის კლუბი, ფიტნეს კლუბი, სილამაზის ცენტრი და სპა განთავსდება. სასტუმრო კომპლექსში დაგეგმილია ასევე სამორინის განთავსებაც. პროექტის განხორციელებისთვის "აქთივ ბათუმი" მინიმუმ 6 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების მიხედვით, "აქთივ ბათუმი" ვალდებულია ასევე, რომ სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 თვის ვადაში არანაკლებ 250 სამუშაო ადგილი შექმნას
ინვესტორსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, "აქთივ ბათუმმა" ვალდებულება აიღო, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე შენობის მზიდი კონსტრუქციების მშენებლობა დაასრულოს, ხოლო წლის ბოლომდე შენობის არამზიდი კონსტრუქციების მშენებლობა უზრუნველყოს. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი 2015 წლის 30 სექტემბრამდე შენობის გარე ფასადის მოწყობასაც (ძეგლის რეკონსტრუქციის ჩათვლით). დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ პროექტის განხორციელების შესახებ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ხელშეკრულება 2010 წლის დასაწყისში გაფორმდა და
შპს "აქთივ ბათუმი" 2,5 მლნ დოლარად ბათუმში, მ. აბაშიძის ქ #33-ში მდებარე 3448 კვმ შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 2255 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდა.