დღეს, 6 მაისს, 12:00 საათზე, რომის ფესტივალზე წარმატებულ გამოსვლასთან დაკავშირებით მინისტრი გურამ ოდიშარია ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციას - „შავფაროსნებს" შეხვდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-21 აპრილს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნებმა" ქართული კულტურა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალზე - Natale di Roma-ზე წარადგინა. ფესტივალის მაყურებელი საქართველოს საბრძოლო ისტორიას, ქართულ ისტორიულ იარაღს, ქართულ სამოსსა და ანსამბლ „ჩვენებურებთან" ერთად შესრულებულ ქართულ სიმღერას გაეცნო. „შავფაროსნებმა" წლევანდელ ფესტივალზე მებრძოლი ქართველი ქალის სახეც წარმოადგინეს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით „შავფაროსნები" მონაწილეობას მიიღებენ ქ. დუბლინის „გემების ფესტივალშიც". ფესტივალის ფარგლებში ქართულ მხარეს დაეთმობა XVIII საუკუნის ფრეგატი, სადაც ქართული ისტორიისა და კულტურის თემაზე პერფომანსები მოეწყობა. ფედერაცია „შავფაროსნები" ქართულ საბრძოლო ხელოვნებას წარმოადგენს.