თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აბდულა გიულის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პრეზიდენის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე დახვდნენ. ხვალ, კი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ელოდებიან.
თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. სამი ქვეყნის პრეზიდენტი ,,თბილისის სამიტი 2014" მიიღებენ მონაწილეობას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტზე ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ.
სამივე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებაც იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტების სამმხრივი და ორმხრივი შეხვედრები.
"თბილისის სამიტი 2014" საქართველოს პრეზიდენტის თურქეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტებისას დაიგეგმა.