ხვალ, 6 მაისს საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა. ალიევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 8:00 საათზე ელოდებიან.
აზერბაიჯანი პრეზიდენტი თურქ და ქართველ კოლეგასთან ერთად ,,თბილისის სამიტი 2014" მიიღებენ მონაწილეობას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტზე ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ.
სამივე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებაც იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტების სამმხრივი და ორმხრივი შეხვედრები.
"თბილისის სამიტი 2014" საქართველოს პრეზიდენტის თურქეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტებისას დაიგეგმა.