რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კერძოდ მინისტრმა სერგაი ლავროვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის საგარეო უწყების მიერ მომზადებული უკრაინაში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევევის ფაქტებით გაჯერებული დოკუმენტი გადასცა - ე.წ. თეთრი წიგნი. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურის ინტერნეტგვარდზეა განთავსებული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინაში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა.
„თეთრ წიგნში" განთავსებულია უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალრიცხოვანი ფაქტები, რომლებიც 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მარტის ბოლომდე პერიოდ მოიცავს.
ანგარიშში მოყვანილი ფაქტები იძლევა იმის საშუალებას ვამტკიცოთ, რომ უკრაინაში ადგილი აქვს ადამიანის ძირითად უფლებებისა და თავისუფლებების მასობრივ დარღვევას",_ ნათქვამია ანგარიშში.
რუსული მედიის განმარტებით, „თეთრი წიგნის" ძირითადი ამოცანაა წარმოუდგინონ საზოგადოებას საქმის რეალური მდგომარეობა უკრაინაში, იმისათვის რათა „ჩამოყალიბებულ იქნეს არაპოლიტიზირებული და მიუჯერძოებელი შეფასებები და ყოველივე ამაზე პასუხისმგებელი ადამიანები დასჯილ იქნენ".
მასალის გამოყენების პირობები