რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული მედიის თანამშრობელთა დიდი ჯგუფის სახელმწიფო ორდენებითა და მედლების დაჯილდოვების ბრძანებას მოაწერა ხელი. სახელმწიფო ჯილდოებს ჟურნალისტები „ყირიმში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებისათვის" მიიღებენ. ერთ ერთი რუსლ ჩინოვნიკი, რომელმა ეს დოკუმენტი თავისი თვალით ნახა აცხადებს, რომ დაჯილდოვების მაშტაბი უპრეცედენტოა. ინფორმაციას ამის შესახებ „ვედომოსტი" ავრცელებს.
წყარო ასევე აცხადებს, რომ ამ ბრძანების მიხედვით დაჯილდოვდება 300 ზე მეტი ადამიანი, მთ შორის 90 კორესპოდენტი.
„დაჯილდოვების მაშტაბი უპრეცედენტოა.მაგალითად, 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მხოლო 11 ჟურნალისტი დააჯილდოვა",_ განაცადა წყარომ.
პუტინის ბრძანების მიხედვით ჯილდოვდებიან: სრულიად რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის წარმომადგენლები - „პირველი არხის", „ენ-ტე-ვეს" „Russia Тoday"-ის "Life News"-ის, ტელეარხ „დოჟდის" და „ეხო მოსკვის" და სხვა რუსული მედიასაშუალებების კორესპოდენტები და ხელმძღვანელები. განსაკუთრებულადაა აღნიშნული „ენ-ტე-ვეს"-ს გენერალური დირექტორის ვლადიმერ კულისტიკოვის „დამსახურება". კანონის მიხედვით, სახელმწიფო ჯილდოებს მატერიალური ჯილდოც ახლავს თან.
მასალის გამოყენების პირობები