რუსეთი გაეროსა და ევროსაბჭოში მიმართვას აგზავნის რომელშიც უკრაინაში 25 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გადატანას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საზოგადოებრივი პალატის მდივნის მოადგილემ ვლადისლავ გრიბმა გააკეთა.
„რუსეთის საზოგადოებრივ პალარაში მზადდება ოფიციალური მიმართვა გაეროსა და ევროსაბჭოში, რომელშიც არის წინადადებები, მსოფლიო წამყვანი სახელმწიფოების მიმართ უკრაინაში მდგომარეობის სტაბილიზებამდე 25 მაისს დაგეგნილი არჩევმნების გადატანის საქმეში დიპლომატიური ძალისხმევა ჩართონ",_ აცხადებს გრიბი.
მისივე თქმით, რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში დარწმუნებულნი არიან, რომ იმ პირობებში როდესაც „ქვეყანა სისხლისმღვრელ შეტაკებებს აქვს მოცული ხოლო სახელმწიფო ორგანოებს არ აქვთ საშუალება იმის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაიცვან - ამ პირობებში ჩატარებული არჩევნები ფალსიფიკაციისათვის არის განწირული და პრაქტიკაზე სიტუაცის შემდგომ ესკალაციას შეუწყობს ხელს".