დღეს, 5 მაისს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 48-ე სხდომა გაიმართება.
კომისიის სხდომას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი პირი დაესწრება.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 48-ე სხდომა 16:00 საათზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია გაიმართება.