დღეს, 5 მაისს, 19.00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლში გივი ალხაზიშვილის ახალი პოეტური კრებულის "უცნობი მზე" პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი სამი თავისგან შედგება: - „უცნობი მზე", "ვრცელი წუთი" და "ჭაშნიკი". კრებულის მეშვეობით მკითხველი როგორც პოეტის ძველ, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ, ასევე ახალ ლექსებს გაეცნობა. წიგნის მესამე ქვეთავში, - "ჭაშნიკი," საყოველთაოდ აღიარებული პოეტების, მათ შორის გურამიშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას გალაკტიონის ლექსების ინტერპრეტირებულ ვერსიების გაეცნობით. პრეზენტაციის მსვლელობისას ახალი კრებულიდან ავტორი რამდენიმე ლექსსაც წაიკითხავს.
მასალის გამოყენების პირობები