იაპონიის ცენტრალურ ნაწილში 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიტცენტრი დედაქალაის რეგიონში, 160 კმ. სიღრმეზე დაფიქსირდა.
ვრცელდება ინფორმაცია 12 დაშავებულის შესახებ.
ტოკიოში ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მიწისძვრის გამო მთელ რიგ საცხოვრებელ სახლებში ავტომატურ რეჟიმში გამოირთო გაზმომარაგება, რომლის აღდგენითი სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს.
მიწიქვეშა ბიძგები ქვეყნის 28 პრეფექტურაში იგრძნობოდა.