კანადამ აშშ-ის ანალოგიურად რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განორხიელებული ქმედებების გამო 16 რუსული კომპანიისა და ბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ კანადის პრემიერ მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა.
„ჩვენ გავაგვრძელებთ ანალოგიურ ქმედებებს თუ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ იქნება", - განაცხადა კანადის პრემიერმა.
სანქციები შეეხოთ შემდეგ კომპანიებსა და ბანკებს: „აკვანიკა", „ავია გრუპ" (შერემეტევო), „ავია გრუპ ნორდ" (სანკტ-პეტერბურგი), „ზესტ"(სანკტ-პეტერბურგი), „ინვესტკაპიტალბანკი", „სობინბანკი", „სახატრანსი", ბანკი „სევერნი მორსკოი პუტ", „სტროიგაზმონტაჟ", „საინვსეტიციო კომპანია აბრსოსი", ჯგუფი „ვოლგა", „სტროტრანსგაზ ჰოლდინგი" და მისი შვილობილი კომპანიები.