დონეცკისა და ლუგანსკის მხარეში მილიციის პირადი შემადგენლობა სრულად უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი ტურჩინოვნა განაცხადა.
„ბოლო 20 წლის განმავლობაში იქ მილიცია სხვა ამოცანებს ასრულებდა - როგორ დაეცვათ ისინი, ვინც ადგილებზე იყვნენ ხელისუფლებაში ან წაერთმიათ ბიზნესი. ამჟამად კი მათ არ შეუძლიათ შეასრულონ კონსტიტუციური ამოცანები ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ეს კოლოსალური პრობლემაა", - განაცხადა ტურჩინოვმა უკრაინის მე-5 არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი პოლიციელი სეპარატისტების მიმართ სიმპატიებს ამჟღავნებს.
მასალის გამოყენების პირობები