რუსეთის ფედერაცია ყირიმში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ნახავერკუნძულზე არა მხოლოდ ავიაცია არამედ, დამატებითი სამხედრო დანაყოფები გააგზავნა.
ყირიმში ამ დროისთვის განთავსებულია რამდენიმე ათეული MIG-ის და SU-ს ტიპის ავაიაგამანადგურებელი. საუბარია ახალი მოდიფიკაციის - მეოთხე თაობის - თვითმფრინავებზე.
არსებობს მტკიცებულებები, რომ ყირიმში გადასროლილია TU-22-ის ტიპის რეაქტიული ბომბდამშენები. სევოსტოპოლთან ახლოს, ბელბეკის აეროდროზე, რამდენიმე ათეული სამხედრო სატრანპორტო IL-76 დაჯდა, რომლის ბორტზეც დესანტები და სამხედრო ტექნიკა იყო განთავსებული.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ქმედებით, რუსეთი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაძაბულობის „სამხედრო რკალს" ქმნის, რათა ქვეყნის ამ რეგიონს დაემუქროს და ეს რკალი კიდევ უფრო შეავიწროვოს.
მასალის გამოყენების პირობები