დღეს, 4 მაისს, „ევროვიზია 2014"-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
59-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კოპენჰაგენი მასპინძლობს. კონკურსში წელს 37 ქვეყანა მონაწილეობს. ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება.
2014 წლის ევროფესტივალის ქართველი კონკურსანტები The Shin & მარიკო, სიმღერით "სამი წუთი დედამიწამდე" მაყურებლის წინაშე 8 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მე-4 ნომრად წარსდგებიან.
საკონკურსო სიმღერა "სამი წუთი დედამიწამდე" (Three Minutes To Earth) ზაზა მიმინოშვილმა შექმნა, ტექსტის ავტორი ეუგენ ელიუ (Eugen Eliu) არის. კომპოზიცია ქ. შტუტგარტში, ევროპის ერთერთ უმსხვილეს სტუდიაში ჩაიწერა. სიმღერის ვიდეორგოლის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია, მხატვარი - თამარ ფოცხიშვილი.
ქართველი მუსიკოსების სცენოგრაფიაზე რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი მუშაობდა. კოსტუმები დიზაინერებმა ავთანდილმა და დათუნა სულიკაშვილმა შექმნეს.