ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე დასახელდა.
"ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატების ვინაობის შესახებ, გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" გახდა ცნობილი.
თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: ვაკე - ლევან ასათიანი, ვაკე -ინგა ახვლედიანი, ისანი - კახა ძაგანია, ისანი - ვალერი ჩოჩია, გლდანი - ბესო დანელია, გლდანი - დავით მეფარიშვილი, გლდანი - როსტომ თვარაძე, დიდუბე - გურამ კვირიკაშვილი, დიდუბე - რამაზ გაგნიძე, ნაძალადევი - ილია ბაზიერაშვილი, ნაძალადევი - ნოდარ მელაძე, ნაძალადევი - თენგიზ მუჯარიძე, საბურთალო - შალვა ოგბაიძე, საბურთალო - გიორგი საჯაია, საბურთალო - თენგიზ გენებაშვილი, კრწანისი - თამარ ქალდანი, სამგორი - თამაზ თეკრაძე, სამგორი - იოსებ შატბერაშვილი, სამგორი - რამინ სხირტლაძე.
ბლოკის საარჩევნო ნომერია №3. კოალიციის მთავარი სლოგანია - "დროა, მოვაწესრიგოთ ქვეყანა".