დღეს, 3 მაისს, 16:00 საათზე, თიბისი გალერეაში „ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში გაიხსნება გამოფენა „ევრომაიდანი - ნამდვილი ამბავი" კურატორი: კრისტინა შესტაკი საერთაშორისო ფოტოპროექტი "ევრომაიდანი: ნამდვილი ამბავი" ეს არის უკრაინისა და მსოფლიოს საუკეთესო ფოტოჟურნალისტებისა და ფოტო დოკუმენტალისტების ნამუშევრების ნაკრები.
გამოფენის მონაწილეთა ფოტოებზე ასახულია ევრომაიდანი, როგორც მოვლენა, დასაწყისიდან ბოლო დღეებამდე. ფოტოებზე გადმოცემულია დემონსტრანტებისა თუ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა ყველა ემოცია,
პოლიციასთან შეტაკება, დამოუკიდებლობის მოედანზე (მაიდან ნეზალეჟნოსტი) "კარვების ქალაქის" სულისკვეთება და,
რაც მთავარია, ადამიანთა მზაობა საერთო მიზნის მისაღწევად.
მისამართი: თიბისი ბანკი, მარჯანიშვილის 7