მოსკოვი მოუწოდებს ევროპასა და აშშ-ს მისცეს შესაბამისი შეფასება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, კიევის ხელისუფლებას კი მოუწოდებს - გონს მოეგონ. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„მოვუწოდებთ ევროპის დედაქალაქებსა და აშშ-ს შესაბამისი შეფასება მისცენ მიმდინარე მოვლენებს და მოვუწოდებთ რა თქმა უნდა მათ, ვინც ავიაციას იყენებს დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ გონს მოეგონ",_ განაცხადა პესკოვმა მოსკოვში.