ანტიტერორისტული ცენტრი შეიარაღებული ბოევიკებისაგან იარაღის დაუყოვნებლივ ჩაბარებას, შენობების გათავისუფლებასა და ყველა მძევლის გამოშვებას მოითხოვს. ამავე დროს უკრაინის ხელისუფლება მზადაა სამოქალაქო წინააღნდეგობასა და შენობების ხელში ჩაგდების ოპერაციებში მონაწილე ყველა ის ადამიანი გაათავისუფლოს, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ.
განცხადება ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა გააკეთა.
„მზად ვართ მოლაპარაკებებისათის საპროტესტო აქციის მონაწილეებთან და მათ წარმომადგნელებთან, თუმცა ტერორისტები აუცილებლად ზღავენ",_ განაცხადა ავაკოვმა.