საჭიროების შემთხვევაში, ახალგორში მოქალაქეების გადაადგილების პრობლემის მოგვარებაში საგარეო უწყება ჩაერთვება. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჩვენ მათთან კოორდინაციაში ვართ. საჭიროების შემთხვევაში, ამ საკითხის მოგვარებაში ჩავერთვებით ჩვენი არხებით, რომელიც გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ. მაგალითად, აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა, როდესაც ჟურნალისტები იყვნენ გატაცებულნი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციამ ახალგორის მიმართულებით გუშინ დილიდან ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განაცხადებით, ახალგორში მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარების შესახებ მისი უწყება ინფორმირებული და ვითარებას აკონტროლებს. მისვე თქმით, შეზღუდვები ორშაბათამდე იმოქმედებს.