შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი საბურთალოს რაიონში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს.
ელისაშვილი გადაცემა "ბარიერის" მაყურებლებს გუშინ დაემშვიდობა და განაცხადა, რომ საზოგადოების წინაშე ახალი ამპლუით წარსდგება.
"დღეს მე ამით გემშვიდობებით, "კავკასიაში" წამყვანად ვეღარ მიხილავთ. ბევრი და გადავწყვიტე, სხვა ამპლუით წარვსდგე საზოგადოების წინაშე. ვაპირებ, ჩავერთო თვითმმართველობის არჩევნებში, ხოლო როგორ და რა ფორმით, დეტალურად რამდენიმე დღეში ვისაუბრებ", - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, იგი შეწყალების სახელმწიფო კომისიაში რჩება, ხოლო სამომავლო გეგმთან დაკავშირებით, დეატალურ ინფორმაციას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.
ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელის ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში საბურთალოს რაიონში, დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.