გვიან ღამით, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალური აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველო დატოვა. გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებთან საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და მას მნიშვნელოვანია უწოდა.
,,ყოველთვის როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, ამჯერადაც ასე იყო. ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა. როგორც აღვნიშნე ეს ყველაფერი მოახლოებულ მინისტერიალს უკავშირდება, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ივლისის ბოლოს. შეხვედრებზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ რეფორმებზე, საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაზე და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ნატოსკენ მიმავალ გზაზე", _განაცხადა აპატურაიმ.
შეგახსენებთ, რომ აპატურაი საქართველოს Gუშინ ეწვია და საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან რამდენიმე მაღალი დონის შეხევდრა გამართა.