საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დავით ბერძენიშვილმა იმ სასულიერო პირებს, რომლებმაც ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, მადლობა გადაუხადა.
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, იმის იმედი არავის უნდა ჰქონდეს, რომ სუსტი სახელმწიფო ძლიერ ეკლესიას ნიშნავს.
„განსაკუთრებული პატივისცემა მინდა, დავაფიქსირო იმ სასულიერო პირების მისამართით, რომლებმაც სოციალურ ქსელში, საჯაროდ და ღიად, მხარი დაუჭირეს მთავრობის მიერ პარლამენტში შემოტანილ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს. ისინი საკუთარ რწმენაში ძლიერები არიან და არ აწუხებთ კომპლექსები. ნურავის ექნება იმის იმედი, რომ სუსტი სახელმწიფო ძლიერ ეკლესიას ნიშნავს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.