მოსკოვში უკიდურესად აღშფოთებულნი არიან მედიაში გაჩენილი ინფორმაციით, კიევის რეჟიმის განზრახვის შესახებ, რომელიც ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში ძალოვანი ოპერაციის ჩატარებას აპირებს, თან ულტრანაციონალისტური „პრავი სექტორის" ამოქმედებით. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინის ხელისუფლების მსგავსი უპასუხისმგებლო და აგრესიული მოქმედებები თუ ისინი რეალიზებული იქნება კატასტროფულ შედეგებამდე მივა.
კიევის ხელისუფლების მიერ გამოყენებული სადამსჯელო ქმედებები საკუთარი მოსახლეობის მიმართ იქნებოდა დემონსტრირება იმისა, რომ მათ არ ძალუძთ ჟენევის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება',_ ნათქვამია რუსეთის საგარე უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს კიევს და ასევე „ჟენევის შეთანხმების ხელმომწერ აშშ და ევროკავშირს არ დაუშვან დანაშაულებრივი შეცდომები, საღად შეაფასონ შესაძლოა შედეგების სიმძიმე".