პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე ასეთი ნეგატიური საუბარი ეს არის რუსეთის საუბარი, ხოლო მეტი თავისუფლება და მეტი ჰარმონია საზოგადოებაში, ეს არის ევროპული არჩევანი.
,, არაგულწრფელებს ვგულისხმობ ნუ გაგვიბრაზდებიან თუ მათ ჭეშმარიტ ზრახვებს ვამხელთ. დიახ ეს ასეა. დღეს ამ თემაზე ასეთი საუბარი ეს არის რუსეთის საუბარი და ამ საკითხებზე არა ძალადობას და არადისკრიმინაციას და მეტი თავისუფლება და მეტი ჰარმონია საზოგადოებაში, ეს არის ევროპული არჩევანი. ეს ასეა, ძალიან მარტივად დგას ეს საკითხი. გუშინ ჩამოვედი მოლდოვიდან და მათაც გაირეს ეს საკითხები და ანალოგიური პროცესები იყო, სწორედ დაკავშირებული იმ არჩევანტან რასაც მოლდოვა მაშინ აკეთებდა ვიზალიბერალიზაციის და ა.შ", _განაცახდა უსუფაშვილმა.