პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც საკითხის კომენტირებისას უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა კანონპროექტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი საზოგადოების არასწორ ინფორმირებულობას უკავშირდება, ან ადგილი აქვს შეგნებულ მცდელობას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ყურადღება გადატანილი იქნას სხვა მიმართულებით.
,, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკვშირებით დიდი ინტერესით ვუსმენთ საზოგადოების მოსაზრებებს. მისი უწმინდესობის საქართველოს პატრიარქის ბოლო განცხადება სადაც მან გვთხოვა, რომ კიდევ ერთხელ გვემსჯელა რამე ხომ არ გვეშლება კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტმა ეს გაითვალისწინა და მოგეხსენებათ გუშინ იყო კანონპროექტის განხილვა, მაგრამ გადავდეთ გახილვა დღეისთვის. ინტენსიური კონსულტაციები გრძელება ყველა იმ ადამიანთან ვინც ამ საკითხით დაინტერესებულია. როგორც მოსალოდნელი იყო ბევრი რამ ან ნაკლები ინფორმირებულობის ბრალია საზოგადოებაში, ან ადგილი აქვს შეგნებულ მცდელობას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ყურადღება გადატანილი იქნას სხვა მიმართულებით. არასწორია იმის მტკიცება, რომ პარალმენტს ამ კანონპროექტით შემოაქვს ახალი ტერმინები საკანონმდებლო სივრცეში_სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. არადა სწორედ ამას აჟიტირებენ პოლიტიკური ოპონენტები გარკვეული წრეებიდან და სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია გავრცელდა საზოგადოებაში, _განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა არ წამოეგონ პოლიტიკურ სპეკულაციებს.
,,ამ კანონის ამოცანაა პროპაგანდა იმისა, რომ ძალადობა არის დანაშაული, ცოდვა და მიუღებელია თანამედროვე საზოგადოებაში და ძალადობის გამართლება ამ ნიშნებით, ენით, სქესით, რელიგიით, სექსუალური ორიენტაციით თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით არ არის არც ცივილური, არც კანონიერი და არც ქრისტიანული. აი ეს წერია ამ კანონში", _განაცხადა უსუფაშვილმა.