ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას სამუშაო ოთახში, სასულიერო პირებთან ერთად მიმდინარეობს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, თუმცა ცნობილია, რომ საუბარი იქნება ანტიდისკრიმინაციული კანონის ძირითად პრინციპებსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრაში მონაწილებს პარლამენტის ვიცე -სპიკერი მანან კობახიძეც.
ანტიდისკრიმინაციული კანონპორექტის განხილვა პარლამენტით გუშინდელი სხდომისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, გადაიდო და ითქვა, რომ განხილვა უახლოეს დღეებში განახლდებოდა.
სასულირო პირები კანონის განხილვის შეჩერებას ითხოვენ. ისინი მონაწილეობდნენ პროექტის საკომიტეტო განხილვაშიც, რომელიც მწვავე დაპირისპირების ფონზე წარმიმართა.