პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერად აფასებს და აცხადებს, რომ ცივილური სამყარო მხარს Uუჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის წევრი.
,, ჯეიმს აპატურაი საქართველოში ძალიან ხშირად ყოფილა, ეს კიდევ ერთხელ დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები და ზოგადად ევროკავშირი და მთლიანად ცივილური სამყარო მხარს Uუჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის წევრი. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უპრეცედენტოდ მაღალი დონის ვიზიტებია ბოლოო თვეების განმავლობაში საქართველოში", _განაცხადა ღარიბაშვილმა.