დღეს, 1-ელ მაისს, საქართველოს ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი.
ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ შორის ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედება საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძეს.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 13:00 სთ-ზე გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.