საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ მსგავსი კანონი ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის აუცილებელია.
,,მხარს ვუჭერ ამ კანონის მიღებას. იგი აუცილებელია ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, რადგან სახელმწიფოს მოვალეობაა, დაიცვას ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის უმცირესობებისაც, როგორი სახის უმცირესობებსაც არ უნდა განეკუთვნებოდნენ ისინი", - განაცხადა ფანჯიკიძემ.