უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი მიიჩნევს, რომ ძალისმიერი მეთოდით უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაციის ჩახშობა არ გამოვა. განცხადება ამის შესახებ ტურჩინოვმა დღეს კიევში გააკეთა. მისი თქმით, ის რომ ძალის გამოყენება არაეფექტურია მაიდანის გამოცდილებიდან ჩანს.
„მაიდანის გამოცდილებიდან ვიცით, რომ ძალოვანი მეთოდების გამოყენება არაეფექტურია. სწორედ ასეთ სიტუაციას შევეჯახეთ ჩვენ აღმოსავლეთ ოლქებში",_ განაცხადა ტურჩინოვმა და აღნიშნა, რომ ძალოვანი სტრუსქტურების წარმომადგენლებს მიცემული ჰქონდათ დავალება ტერორისტების ლოკალიზება მოეხდინათ.
„უნდა აღნიშნოს, რომ ჩემს მიერ მიცემული ამოცანა ტერორისტების ლოკალიზაციის შესახებ ამ დრომდე შესრულებული არ არის",_ განაცხადა ტურჩინოვმა.
მისივე თქმით, შს სამინისტროს სტრუქტურების „სრული საკადრო ცვლილების გარეშე სიტუაციუის ლოკალიზება და სტაბილიზება ვერ მოხდება".
მან ასევე აღნიშნა, რომ „რთული ეკონომიკური სიტუაცია, რომელმაც უმუშევრობა გამოიწვია ასევე ხელს უწყობს ადამიანების ქუჩაში გამოსვლას".