ლუგანსკელმა სეპარატისტებმა ტელერადიოკომპანიისა და საქალაქო ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ისინი გამალებით ემზადებიან რეფერენდუმის ჩასატარებლად.
ე.წ. თავისუფალი ლუგანსკის რესპუბლიკის წარმომადგენელმა ვიაჩესლავ პეტროვმა ლუგანსკის ტელევიზიის ეთრში სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა ოლქის მცხოვრებლებს პანიკას არ აჰყვნენ.
„პანიკას არ აჰყვეთ. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ რეფერენდუმისათვის ვემზადებით, რომელიც მაინ გაიმართება 11 მაისს. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა"_ განაცხადა პეტროვმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტელევიზია სეპარატისტებმა მშვიდად აიღეს. ისინი ტელევიზიის ხელმძღვანელობას შეუთანხმდნენ, რომ არ დაიკავებდდნენ შენობას, თუმცა ამის სანაცვლოთ მათ პირდაპირ ეთერში გამოსვლის საშუალება უნდა ჰქონდეთ. შეთანხმება შედგა.
დაახლოებით იგივე მოხდა საქალაქო ადმინისტრაციის შენობის დაკავების შემთხვევაში. ლუგანსკის მილიცის თანამშრომლებმა საქალაქო ადმინისტრაციის შენობა, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე სპეციალურად მათთვის შექმნილი კორიდორის მეშვეობით დატოვეს.
სეპარატისტები მათ მიმართ სკანდირებდდნენ: „ყოჩაღ!", „წადით სახლებში!", „მადლობა, რომ არ ისროლეთ".