რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერი 9 მაისს ყირიმში ჩავლენ. ინფორმაციას ამის შესახებ „გაზეტა.რუ" წყაროზე დაყრდობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმში გამოფრენამდე პუტინი წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს ჩაიბარებს.
ჩვეულებისამებრ, აღლუმის შემდეგ სახელმწიფოს მეთაური საზეიმო მიღებას მართავს, თუმცა წელს ეს საზეიმო მიღება 8 მაისსაა გადმოტანილი, „იმის გამო, რომ აღლუმის შემდეგ პუტინი და მედვედევი ყირიმში აპირებენ გადაფრენას".
წყარო ასევე ირწმუნება, რომ პირველი წერტილი სადაც პუტინი და მედვედევი მივლენ იქნება ქალაქი სევასტოპოლი.
მასალის გამოყენების პირობები