გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა იური სერგეევმა გაეროში გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებადი სცენარი ძალიან ჰგავს იმ სცენარს, რომელიც თავის დროზე რუსეთმა აფხაზეთში გამოიყენა. წარმომადგენლის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს სცენარი უკრაინისთვისაც რეალისტურია. ეს განცხადებები მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც უკრაინის საკითხისადმი იყო მიძღვნილი.
მან განაცხადა, რომ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის საზღვართან სამხედრო მანქანები გადაადგილდებიან წარწერით „სამშვიდობო მისია". მისივე თქმით, ასეთივე „სამშვიდობოები" იყვნენ აფხაზეთში.
სერგეევი აცხადებს, რომ უკრაინაში განხორციელებადი აფხაზური სცენარის მიზანია ხელი შეუშალონ 25 მაისს დაგეგმილი არჩევნების ჩატარებას. მისივე თქმით, სცენატი მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ სეპარატისტების ადგილობრივმა ჯგუფებმა ხელში უნდა ჩაიგდონ ადმინისტრაციის შენობები და ე.წ. ახალი დამოუკიდებელი რუსეთის არსებობა გამოაცხადომ, რაც ამჟამად ხდება კიდეც დონეცკში, ლუგანსკსა და ხარკოვში. ამის შემდეგ, რუსეთი დაუყოვნებლივ აღიარებს ასეთი რეგიონალურ წარმონაქმნებს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად და შემდეგ კი ისევ ადგილობრივთა თხოვნით იქ თავის „სამშვიდობოებს" გამოაგზავნის.
სერგეევი ასევე აღნიშმნავს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობა სეპარატისტებს მხარს არ უჭერს, ამიტომაც აქზავნის რუსეთი იქ ჯგუფებს იმისათვის რათა სიტუაციის დესტაბილიზება მოახდინონ.
„რუსეთი ნახევრადგასამხედროებული ჯგუფების დაფინანსებას ახდენს, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინაში აგზავნის მდგომარეობის კიდვე უფრო დესტაბილიზებისათვის",_ აცხადებს წარმომადგენელი.