თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.
როგორც გულიკო ზუმბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საკრებულოს უმრავლესობაში სერიოზული კრიზისია და არ არის გამორიცხული, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს.
"საკრებულოს თავმჯდომარე სიტუაციას ვეღარ მართავს, მას უმარვლესობა არ გააჩნია. ე.წ. "ხრუშჩოვკების" აღდგენის შესახებ მემორანდუმთან დაკავშირებით, მან უნდა აიღოს პასუხიმგებლობა. სწორედ ამ მემორანდუმის გამო, მე თანამდებობიდან გადავდგებოდი", - დასძინა გულიკო ზუმბაძემ.
მისივე თქმით, დადგება თუ არა თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის საკრებულოში, ამას დრო აჩვენებს. თუმცა, ზუმბაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოში ახლა არ არის იმის დრო, რომ შეიქმნას ახალი ფრაქციები და ახალ თანბამდებობებზე პირები აირჩეს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია და საოზგადოება ელოდება კონკრეტულ პროექტებს და ნაბიჯებს ფრაქციებისაგან.
რაც შეეხება ე.წ. ხრუშჩოვკების აღდგენის პროექტს, შიხიაშვილმა ამ საკითხზე მემორანდუმი არაბ ინვესტროთან გააფორმა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, პროექტი არ განხორციელდება.