დამატებითი სანქციები, რომელთა შემოღებასაც აშშ რუსეთის წინააღმდეგ აპირებს, რუსეთის შვიდ მოქალაქეს და კომპანიას შეეხება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „Bloomberg"-ი კონგრესში მყოფ თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიიც თეთრი სახლის გეგმებს კარგად იცნობს.
მათი მონაცემებით, საუბარი მიდის ადამიანებზე და კომპანიებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ენერგეტიკულ სექტორთან, ასევე ინფრასტრუქტურასთან.