თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის პროცესი განახლდება. პროცესი 13:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
წინა სასამართლო პროცესზე ინციდენტი მოხდა. სანდრო გირგვლიანის ახლობლები საქალაქო სასამართლოში, დათა ახალაიას ადვოკატს ირაკლი ზაქარეიშვილს დაუპირისპირდნენ.
ინციდენტი საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროცესის გადადების შემდეგ მოხდა.
სასამართლო დარბაზიდან დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის გამოსვლის შემდეგ, გირგვლიანის ახლობლები ადვოკატს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ირაკლი კაკაბაძემ კი ზაქარეიშვილს შეაფურთხა. ინციდენტში სასამართლოს მანდატურის სამსახური ჩაერია და ვითარება მალევე განიმუხტა.
პროტესტი ზაქარეიშვილის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, გირგვლიანი მისმა მეგობარმა სანდრო ბუხაიძემ მოკლა.