საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქეები - ბექა ფირანიშვილი, იმედა ფირანიშვილი და რაჩიკ მიქელიანი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა, თბილისის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, 30 000 ლარის ღირებულების 600 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი „ბელუგა."
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 8 წლამდე ვადით.