დღეს იწყება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ვიზიტი ბუდაპეშტში, სადაც დაგეგმილია მისი მონაწილეობა 28-29 აპრილს გასამართ ვიშეგრადის ოთხეულის (V4 - უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
მინისტერიალის პლენარულ შეხვედრაზე დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის სიტყვით გამოსვლა, თემაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა - საშუალოვადიანი მიზნები ვილნიუსიდან რიგამდე". ასევე, იგეგმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა თავის უნგრელ კოლეგასთან და ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულესთან.
მასალის გამოყენების პირობები