იუსტიციის მინისტრის თეა წულუკანის განცახდებით, საპროცესო შეთანხმება ამიერიდან ვერასოდეს ვეღარ იქნება თავისუფლებასა და ფულს შორის ვაჭრობისა და გაცვლის საგანი, რადგან შესაბამისი ცვლილება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით კანონში უნდა ჩაიწეროს.
როგორც მინისიტრმა ჟურნალისტებთან საუბარში, საპროცესო შეთანხმების შესახებ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა, რამდნიმე კვირაში საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული რეფორმა ბოლომდე მივა და ეს არის საზოგადოების წინაშე დადებული პირობის შესრულება.
" საპროცესო შეთანხმება ამიერიდან ვერასოდეს ვეღარ იქნება თავისუფლებისა და ფულს შორის ვაჭრობისა და გაცვლის საგანი. მთავარი სიახლეები არის შემდეგი: იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, კანონში ჩაიწეროს საპროცესო შეთანხმების გარშემო პროკურორსა და ბრალდებულს შორის მოლაპარაკებების შინაარსი და ეს იქნება გაფორმებული ოქმით. გამჭვირვალე უნდა იყოს მთლიანად ეს პროცესი, მოსამართლის როლი უნდა გაიზარდოს, თუმცა საპროცესო შეთანხმებას უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა დაუთმოს პროკურატურამ იმ გაგებით, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება იქ, სადაც არის მართლმსაჯულების საუკეთესო ინტერესისთვის საჭირო. პატარა და უმნიშვნელო სისხლის სამართლის საქმეები არ უნდა მივიდეს მოსამართლემდე. ეს ფენომენი, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ძალიან გვჭირდება. ბრალდებულს ბევრ საქმეში სპაროცესო გარიგება ხელს აძლევს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფულის სანაცვლოდ", - აღნიშნა წულუკიანმა.
მთავრობა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმირებას იწყებს. სასჯელზე შეთანხმება, როგორც საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმა, უქმდება.
საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებით ამ და სხვა ცვლილებებს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა.