პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც ახლა უკრაინა იმყოფება ის დასავლეთის ქვეყნებმა და აშშ-მ შეიყვანეს. განცხადება ამის შესახებ ჩეხეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა გააკეთა.
„იმაში რაც მოხდა კიევში, მაიდანზე ვფიქრობ დამნაშავე რუსეთი არ არის. სიტუაცია დასავლეთ ევროპამ და აშშ-მ გაართულეს",_ განაცხადა მან.
„მე თავიდანვე ვამბობდი, ნუ ახდენთ ზეწოლას უკრაინაზე - თქვენ მას გაანადგურებთ და დაშლით. ასეც მოხდა სამწუხაროდ",_ აცხადებს კლაუსი და აღნიშნავს, რომ ამჟამად უკრაინას ძალიან მძიმე პერიოდი უდგას იმისათვის, რომ მან ზუსტად იცოდეს უნდა მას დასავლეთი თუ რუსეთი ურჩევნია.
„თუმცა უკრაინამ მაინც თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი. დაე მათ თავად გადაწყვიტონ როგორი იქნება მათი მომავალი ყოველგვაი ჩარევის გარეშე.
ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ ნებისმიერი ჩარევა დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან",- აცხადებს ექსპრეზიდენტი.